სანდრო ალთუნაშვილი
Aa
Aa

„სამწვრთნელო შტაბზე შთაბეჭდილება მოახდინა“ | რას წერს Sky Sport Austria ალთუნაშვილზე

Sky Sport Austria საკუთარ მკითხველს ავსტრიის ჩემპიონატის მოახლოებული სეზონის პრევიუს სთავაზობს და უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე გუნდებზე წერს. ცნობილი გამოცემის ბოლო სტატია „ვოლფსბერგერს“ ეძღვნება, რომლის ღირსებას სანდრო ალთუნაშვილი იცავს. Sky Sport Austria „ალთუნას“ ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებს და ვარაუდობს, რომ მისი ტრანსფერი სეზონის გარიგება გახდება.

„ვოლფსბერგერს აქტიური მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა. კლუბმა ცნობილი ფეხბურთელები დაიმატა და შემადგენლობა კარგად გააძლიერა. ვოლფსბერგერმა 5 ამხანაგური შეხვედრა გამართა და ველდენს (3:0), ლეობენს (1:2), ჟილინას (2:2), დებრეცენს (1:0) და ალ-ჰილალს (1:2) დაუპირისპირდა. ამ 5 მატჩში, ფლორიან რიედერმა (ვოლფსბერგერის ახალწვეული) შეძლო, დამაჯერებელი ყოფილიყო და სამი გოლი გაიტანა. სამწვრთნელო შტაბზე შთაბეჭდილება ქართველმა ახალწვეულმა, სანდრო ალთუნაშვილმაც მოახდინა და გუნდის თავკაცის, მანფრედ შმიდის თქმით, მოსამზადებელი პერიოდი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა“.

ამომავალი ვარსკვლავი

„არის შანსი, მოახლოებულ სეზონში, ალთუნაშვილმა ავსტრიაზე დიდი გავლენა მოახდინოს და მისი ტრანსფერი სეზონის საუკეთესო გარიგებად იქცეს. მანფრედ შმიდმა ნახევარმცველზე, რომელიც ტექნიკურად ძალიან ძლიერია და ბურთს არ კარგავს, აღტაცებით ისაუბრა და შესაძლოა, ალთუნაშვილი ქულების სტაბილურად მომპოვებელი ფეხბურთელი გახდეს“, - წერს Sky Sport Austria.

ცნობისთვის, ავსტრიის ბუნდესლიგის ახალი სეზონი 28 ივლისს დაიწყება და „ვოლფსბერგერი“ პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში, „ლინცის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლია, ხვიჩასნაირ წარმატებას მიაღწიოს“ | საფეხბურთო აგენტს ზახარიანის სჯერა
„შეუძლია, ხვიჩასნაირ წარმატებას მიაღწიოს“ | საფეხბურთო აგენტს ზახარიანის სჯერა