ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, სპალი
Aa
Aa

ნაპოლიმ სპალს ვერ მოუგო - ხვიჩას ერთი რეალური მომენტი ჰქონდა

ევროპული გრანდები წინასასეზონო მომზადებას აგრძელებენ. დღეს, „ნაპოლიმ“ „სპალის“ წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და ვერ მოიგო. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ მოგვევლინა. რუდი გარსიამ, პირველ ნახევარში შესუსტებული შემადგენლობა გამოიყვანა და ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში, მოედანზე ხვიჩა და ოსიმენი შევიდნენ და „პარტენოპეი“ მნიშვნელოვნად გააქტიურდა. სულ მალე ქართველ ფეხბურთელს რეალური მომენტი ჰქონდა. ვიქტორ ოსიმენის აქტიურობის შედეგად, ხვიჩა ცარიელ კართან დარჩა, თუმცა მისი დარტყმული ძელს მოხვდა.

ამის შემდეგ, სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს კურიოზული გოლი გაუტანეს. ჯარიმა მოედნის ცენტრში დაინიშნა. პულეტომ დაინახა, რომ მერეტი წინ იყო გამოსული და უძლიერესი დარტყმით თავზე გადაუგდო.

ამის შემდეგ, „ნაპოლი“ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა. ამ აქტიურობას კი ანგისას გოლი მოყვა. კამერუნელმა წონასწორობა 73-ე წუთზე აღადგინა. დარჩენილ დროში, გარსიას შეგირდები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ გოლი ვეღარ გაიტანეს. ცნობისთვის, „ნაპოლი“ შემდეგ ამხანაგურ მატჩს 29 ივლისს „ჰატაისპორის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანე ჟურნალისტს: “ყოველდღე მკლავთ და ახლა ინტერვიუ გინდათ?“
მანე ჟურნალისტს: “ყოველდღე მკლავთ და ახლა ინტერვიუ გინდათ?“