კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, გაგრა
Aa
Aa

ზაქარია ბეგლარიშვილი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გაგრამ ზაქარია ბეგლარიშვილი დაიმატა.

1990 წელს დაბადებული შემტევი ნახევარმცველი ქართულ გუნდთან ერთადაა და გაგრასთან ერთად საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლებისთვის ემზადება, რომლის პაუზაც, 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის გამო, ჩვეულზე ხანგრძლივი გამოვიდა. საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლებამდე, ბეგლარიშვილი, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე, სამგურალის წინააღმდეგ, მე-60 წუთიდან გამოჩნდა.

ბეგლარიშვილმა ფეხბურთის თამაში საფეხბურთო სკოლა ოლიმპში დაიწყო,  2008 წელს ამსტერდამის აიაქსის 19-წლამდე გუნდი იყო,  შემდეგ კი რამდენიმე ქართული კლუბი შეიცვალა, მათ შორის: თბილისის ლოკომოტივი და  ბოლნისის სიონი, რის შემდეგაც ტალინში წავიდა და ფლორას ულიდერა.

შეიძლება ითქვას, რომ 33 წლის ფეხბურთელის კარიერის ძირითადი ნაწილი სწორედ ესტონეთს უკავშირდება, სადაც დიდი სამუშაო გასწია (ესტონეთის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა, მოიგო თასი და სუპერთასი) და ბომბარდირთა დავაშიც არაერთხელ ლიდერობდა, გაგრამდე კი თავისუფალი აგენტი იყო.

ბეგლარიშვილს საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. კახა ცხადაძის მწვრთნელობისას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა. საქართველოსა და ესტონეთის ამხანაგური მატჩი ესტონეთის სასარგებლოდ, ანგარიშით - 3-0 დასრულდა, ბეგლარიშვილმა კი თავის გამოჩენისთვის მხოლოდ 11 წუთი მიიღო.

გასული პერიოდის მანძილზე ესტონური მედია აქტიურად წერდა, რომ ბეგლარიშვილს ესტონეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავდა და მოქალაქეობის მიღებისთვის სპეციალურ გამოცდებსაც აბარებდა, რადგან ესტონეთის ნაკრებში თამაში სურდა, თუმცა ამ დრომდე, ფეხბურთელს ესტონეთის ნაკრებში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეკორდები, რომლებიც მესიმ შესაძლოა MLS-ში დაამხოს
რეკორდები, რომლებიც მესიმ შესაძლოა MLS-ში დაამხოს