ბაიერნი, ნაპოლი, კიმ მინ-ჯე
Aa
Aa

“უახლოეს დღეებში წარვადგენთ“ - ბაიერნის აღმასრულებელი დირექტორი კიმზე

ახალი არავისთვის არის, რომ კიმ მინ-ჯე მომავალი სეზონიდან მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას დაიცავს, თუმცა ჯერჯერობით გერმანულ გიგანტს სამხრეთ კორეელი უკანახაზელის ტრანსფერი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მიუნხენური გრანდის აღმასრულებელმა დირექტორმა იან-კრისტიან დრეესენმა კომენტარი გააკეთა:

„კიმი დიდებული ფეხბურთელია. ის ყველა გუნდის ოცნებაა. გვინდა, რომ ის ჩვენი გუნდის ფეხბურთელი გახდეს. ჯერჯერობით ოფიციალურად ვერაფერს გამოვაცხადებთ. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში კიმს წარვადგენთ.“

შეგახსენებთ, რომ კიმ-მინ ჯე „ნაპოლის“ 2022 წლის ზაფხულში „ფენერბახჩედან“ შეუერთდა და „პარტენოპეისთან“ ერთად ისტორიული სერია ა მოიგო.

2022 წლიდან დღემდე, 26 წლის ცენტრალურმა მცველმა ნეაპოლური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 45-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარსია ლო ჩელსოს ითხოვს - დე ლაურენტისს ფული ენანება
გარსია ლო ჩელსოს ითხოვს - დე ლაურენტისს ფული ენანება