მანჩესტერ სიტი, კაილ უოკერი, ბენჟამინ პავარი
Aa
Aa

უოკერი ბაიერნს შეუთანხმდა - მან. სიტიმ მისი შემცვლელი შეარჩია

Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლატენბერგის ცნობით, მიუნხენის „ბაიერნმა“ კაილ უოკერთან სიტყვიერ შეთანხმებას ყველა დეტალზე მიაღწია, 33 წლის მცველი მზადაა კარიერა გერმანულ გრანდში გააგრძელოს. ახლა „ბაიერნმა“ შეთანხმებას „მან. სიტისთან“ უნდა მიაღწიოს და თუ მხარეები სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდებიან, 33 წლის მარჯვენა მცველი გერმანულ კლუბში გადაბარგდება.

„მან. სიტი“ კაილ უოკერის შემცვლელად ბენჟამინ პავარს მოიაზრებს, რომელიც მიუნხენური კლუბის ფეხბურთელია.

კაილ უოლკერი 2017 წლიდან „მან. სიტის“ ფეხბურთელია, „ქალაქელებთან“ ერთად პრემიერ ლიგა ხუთჯერ მოიგო (2017-18, 2018-19, 2020-21, 2021-22, 2022-23), ჩემპიონთა ლიგა კი მხოლოდ ერთხელ, გასულ სეზონში (2022-23).

კაილ უოკერს მხოლოდ ინგლისურ კლუბებში უთამაშია, „მან. სიტის“ გარდა „შეფილდ იუნაიტედის“, „ნორტჰემპტონ თაუნის“, ქპრ-სა და „ასტონ ვილას“ რიგებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები