სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი
Aa
Aa

ლაციოს პრეზიდენტი: „მილინკოვიჩ-სავიჩმა დამირეკა და მეხვეწებოდა, გამეშვა“

„ლაციოს“ პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩზე ისაუბრა. „არწივების“ პირველი პირი იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სერბ ნახევარმცველს „ალ ჰილალში“ გადასვლა უნდა.

„ამ მომენტისთვის, ხელი არაფრისთვის მომიწერია და ზუსტად არ ვიცი, წინადადება მივიღეთ თუ არა. მითხრეს, რომ შეთავაზება არსებობს, რომელიც ფეხბურთელისთვის ძალიან მომგებიანია, კლუბისთვის - ნაკლებად. მილინკოვიჩ-სავიჩმა წასვლა მოითხოვა, რადგან ლაციოში 8 წელია თამაშობს და სცენის გამოცვლა სურს.

არ მინდა, წავიდეს, მაგრამ თუ თავად გადაწყვიტა, ძალით არ დავტოვებ. რატომ მიდის? არის თუ არა მოტივაციის პრობლემა? თუ საუდის არაბეთში წასვლა სურს, ერთადერთი მოტივაცია ფულია. მისი შენარჩუნება ბოლო წუთებამდე ვცადეთ, მაგრამ როცა ფეხბურთელი პირადი მიზეზების გამო, წასვლას მოითხოვს, რის გაკეთება შემიძლია? მან დამირეკა და მეხვეწებოდა, რომ გამეშვა. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ყველაფერი მან უნდა გადაწყვიტოს“.

ცნობისთვის, „ალ ჰილალი“ თანახმაა, „ლაციოს“ 40 მილიონი ევრო გადაუხადოს, თავად ფეხბურთელს კი ყოველწლიურად, ანაზღაურების სახით, 20 მილიონი ევრო გადასცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კილასონია: “უელსი ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა“
კილასონია: “უელსი ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა“