ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, დავით მუჯირი
Aa
Aa

„შესაძლოა 1/4 ფინალი მოგვეგო, ან ჯგუფიდან ვერ გავსულიყავით“ - მუჯირი ხვიჩაზე და მიქაუტაძეზე

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

რას ამბობს მუჯირი:

პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო იმ ფეხბურთელებს, რომლებიც სანაკრებო პაუზის შემდეგ 21-წლამდე ნაკრებს დაეხმარნენ. ოფიციალურად, სანაკრებო პაუზა იყო 12-დან 20 ივნისამდე, მაშინ, როდესაც ეროვნული ნაკრებების თამაშები დასრულდა. მადლობა ყველა იმ ფეხბურთელს, რომელმაც შეძლო და ორივე გუნდის თამაშებში მიიღო მონაწილეობა. ასევე, მადლობა მწვრთნელებს იმ თანამშრომლობისთვის, რომლებმაც ორივე გუნდის ინტერესები გაითვალისწინეს. რამდენიმე ფეხბურთელი შეკრების დაწყებისთანავე შეუერთდა რამაზ სვანაძის გუნდს, რამდენიმემ კი შოტლანდიასთან თამაშის შემდეგ 1 დღის განმავლობაში ორჯერ ითამაშა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძეს, მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ინდივიდუალურად იღებენ ამ გადაწყვეტილებას. იყო დატვირთული სეზონი, რომელსაც მოჰყვება ოფიციალური სანაკრებო პაუზა... ეს კითხვა ალბათ უფრო სპორტული კუთხით არის, რომელიც როგორც რამაზ სვანაძეს, ისე ხვიჩას და გიორგის ეხებათ... რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან, განურჩევლად კლასისა ყველა დონეზე სათამაშოდ, ყველა ნაკრებში, მათ შორის ჩვენს კონკურენტებშიც. ისინი მაქსიმალურ მზადყოფნაში უნდა შეხვდნენ ტურნირს და სწორედ ასეთი ფეხბურთელები მოიტანენ წარმატებას. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხვიჩა და გიორგი რომ გვყოლოდა, შესაძლოა 1/4 ფინალი მოგვეგო, ან ჯგუფიდან ვერ გავსულიყავით. ძალიან ბევრი გარემოებაა, რომელზეც საუბარი ჩემგან სწორი არ იქნება. თუმცა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც ჩვენი ნაკრების ღირსებას იცავს, მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მათ ამხნევებენ და მადლობა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ამ გულშემატკივრების გამო თავს არ ზოგავენ და ქვეყნისთვის, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად იბრძვიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 1/4 ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ისრაელის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოში ძალიან ცოტა სკაუტი ჩადის“ | კარასკო კვარაზე და ქართველ ფეხბურთელებზე
„საქართველოში ძალიან ცოტა სკაუტი ჩადის“ | კარასკო კვარაზე და ქართველ ფეხბურთელებზე