ტოტენჰემი, ანტონიო კონტე
Aa
Aa

“2 საათი მსაყვედურობდა“ - რიჩარლისონმა კონტესთან კონფლიქტი გაიხსენა

როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ანტონიო კონტემ „ტოტენჰემი“ კონფლიქტის შედეგად დატოვა. იტალიელმა სპეციალისტმა საკუთარი ფეხბურთელები ღიად გააკრიტიკა, რამაც დაძაბულობა გამოიწვია და საბოლოოდ ანტონიო ლონდონიდან წავიდა.

როგორც წესი, შიდა სამზარეულოს დეტალები არ საჯაროვდება, მაგრამ ეს შემთხვევა განსხვავებულია. „დეზების“ შემტევმა რიჩარლისონმა ბრიტანულ მედიასთან საუბრისას გაიხსენა ფაქტი, რომელიც მას ძალიან არ ესიამოვნა.

რა თქვა რიჩარლისონმა?

„კონტეს ხელმძღვანელობის დროს, ერთადერთი შეცდომა დავუშვი. ხშირად სათადარიგოთა სკამზე ვრჩებოდი და ეს არ მომწონდა. ამიტომ, ერთ-ერთ ინტერვიუში უბრალოდ განვაცხადე, რომ მეტი სათამაშო დრო მჭირდებოდა.

ეს ფაქტი კონტეს არ ესიამოვნა და აქედან გამომდინარე, მას გასახდელში ბოდიში მოვუხადე. ასევე, ვუთხარი, რომ ჩემი დასჯა შეეძლო. ამ სიტუაციას რაციონალურად მივუდექი, ხოლო რა ქნა მან? მითხრა, რომ იქ ბოსი თვითონ იყო და ზუსტად 2 საათის განმავლობაში სხვა ფეხბურთელების თვალწინ მსაყვედურობდა. ეს ნამდვილად მიუღებელი იყო.“

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი „ტოტენჰემში“ 2021 წლის 2 ნოემბერს დაინიშნა და 2023 წლის 26 მარტს გაათავისუფლეს. ამ პერიოდის განმავლობაში, კონტე „ტოტენჰემს“ 77-ჯერ გაუძღვა, საიდანაც 41 მატჩი მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და 24 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
18-თვიანი დისკვალიფიკაცია და მატჩის შეჩერება | ნიდერლანდები ჰომოფობიის წინააღმდეგ
18-თვიანი დისკვალიფიკაცია და მატჩის შეჩერება | ნიდერლანდები ჰომოფობიის წინააღმდეგ