ედვინ ვან დერ სარი
Aa
Aa

ედვინ ვან დერ სარი საავადმყოფოში გადაიყვანეს | სისხლჩაქცევა თავის ტვინში

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მეკარე, ედვინ ვან დერ სარი საავადმყოფოში იმყოფება. ხორვატიული პრესის ინფორმაციით, ნიდერლანდელ ფეხბურთელს ტვინში სისხლჩაქცევა განუვითარდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ვან დერ სარი ხორვატიაში, დასასვენებლად იმყოფებოდა და შეუძლოდ გახდა. იგი სპლიტში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმების დაკვირვების ქვეშაა. 

ხორვატიული პრესის ცნობით, ამჟამად იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება და დიაგნოსტიკა და მკურნალობა უტარდება. ვან დერ სარის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ედვინი თავს კარგად გრძნობს.

მომხდარის შესახებ ცნობილმა ნიდერლანდურმა გამოცემამ, Telegraaf-მაც დაწერა, თუმცა ვან დერ სარის მდგომარეობის შესახებ არაფერი უთქვამს და განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევებისას, მომდევნო 24 საათი უმნიშვნელოვანესია.

შეგახსენებთ, რომ ვან დერ სარმა კარიერა 2011 წელს დაასრულა და სხვადასხვა დროს, მას „მანჩესტერ იუნაიტედში“, აიაქსსა“ და „ფულემში" უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე გამოსვლა - ჯუმბერ ბეკოშვილი ევროპის ჩემპიონია
ბრწყინვალე გამოსვლა - ჯუმბერ ბეკოშვილი ევროპის ჩემპიონია