ჩემპიონთა ლიგა, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი ახალ სეზონზე: „მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა Diario Sport-თან ინტერვიუს დროს ახალ სეზონში კლუბის ამბიციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება.

რას ამბობს ჩავი:

რა თქმა უნდა, ყველა ტურნირზე წარმატებით გამოსვლა გვინდა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზეც. ეს ბარსელონაა და ამ გუნდში ყოველთვის უნდა ისწრაფოდე, რომ საქმეში 10-დან 10 ქულა აიღო. ფანები ჩვენგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვენ და ეს ნორმალურია. მიყვარს გამოწვევები. ყველას გვინდა ტიტულების მოპოვება, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მოგებაც. ახლა გუნდი კარგ მდგომარეობაშია და ჩემპიონთა ლიგაზე რევანშისთვის მზად არის.

ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ და ვფიქრობ, ახალწვეულების წყალობით უფრო უკეთესები გავხდებით. მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება და ამას არც ვმალავთ. ვნახოთ, რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა. 1/8 ფინალით, ან 1/4 ფინალით არ დავკმაყოფილდებით, ფინალისკენ ვისწრაფვით, თუმცა, ფავორიტები არ ვართ, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში ახალი სეზონი 12 აგვისტოდან დაიწყება, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი კი 19 სექტემბრიდან აიღებს სტარტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზარი მესისთან? - ინტერ მაიამი ბელგიელისთვის რეალური ვარიანტია
აზარი მესისთან? - ინტერ მაიამი ბელგიელისთვის რეალური ვარიანტია