პსჟ, ლუის ენრიკე
Aa
Aa

LeParisien: პსჟ-მ გალტიე გაუშვა და ლუის ენრიკეს მალე წარადგენს

როგორც მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენს“ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა სურს. ცნობილია, რომ ფრანგული გრანდი ლუიეს ენრიკესთან აპირებს თანამშრომლობას.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა LeParisien იუწყება, რომ ლიგა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა კრისტოფერ გალტიესთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენრიკე სულ მალე პსჟ-ს ჩაიბარებს.

ამ ინფორმაციის პარალელურად, Goal.Com წერს, რომ მიმდინარე კვირაში „პარი სენ ჟერმენი“ ლუის ენრიკეს წარადგენს. მეტიც, ესპანელ სპეციალისტსა და ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობას შორის აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ახალი ტრანსფერების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გალტიეს პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის „ბაიერნთან“ უშანსოდ დამარცხდა.

ამ ყველაფერს ისიც დაემთხვა, რომ გალტიე და მისი შვილი რასიზმში და ანტიმუსლიმური კომენტარების გაკეთებაში დაადანაშაულეს. ეს ყველაფერი „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობისთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მიულერი: “კეინის ტრანსფერზე საუბარი არ ღირს“
    მიულერი: “კეინის ტრანსფერზე საუბარი არ ღირს“