გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

„ლუჩესკუ საკუთარ გუნდში ვერ ხედავს“ | წიტაიშვილი დინამო კიევს დატოვებს?

კიევის „დინამოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ხაცკევიჩმა გიორგი წიტაიშვილზე ისაუბრა. 49 წლის სპეციალისტის თქმით, უკრაინული კლუბის თავკაცი, მირჩა ლუჩესკუ „წიტას“ საკუთარ გუნდში ვერ ხედავს და დიდი ალბათობით, მას ადგილსამყოფლის გამოცვლა მოუწევს.

„ლუჩესკუმ წიტაიშვილი შეკრებაზე ორჯერ თუ სამჯერ უკვე ნახა. მთავარ მწვრთნელს გიორგი რომ დასჭირვებოდა, გუნდში დატოვებდა. წიტაიშვილისთვის ეს გზა გადაკეტილია, რადგან დინამო კიევის ამჟამინდელი თავკაცი მას საკუთარ გუნდში ვერ ხედავს“.

წიტაიშვილმა 2022/23 წლების სეზონი პოლონეთში გაატარა და პოზნანის „ლეხის“ ღირსებას იცავდა. ყველა ტურნირის ეგიდით, პოლონური კლუბის მაისურით, მონაწილეობა 29 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ზამთარში, მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და სარეზერვო გუნდში თამაშობდა.

ცნობისთვის, გიორგის „დინამო კიევთან“ კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. იგი უკრაინულ კლუბს 2019 წელს შეუერთდა და სამენეჯერო სააგენტოს, Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ფასი 600 000 ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლიმპიადის შანსი დავკარგეთ | უკრაინამ საფრანგეთი დაამარცხა
ოლიმპიადის შანსი დავკარგეთ | უკრაინამ საფრანგეთი დაამარცხა