საბა საზონოვი
Aa
Aa

კრის სმოლინგს შეადარა | საზონოვი Football Talent Scout-ის ყურადღების ცენტრში

Football Talent Scout-ი საფეხბურთო გვერდია, რომლის მფლობელიც იაჩეკ კულიგია და იგი „ტვიტერის“ საკუთარ გამომწერებს პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს აცნობს. ამჯერად, მისი ყურადღების ცენტრში საბა საზონოვი მოექცა და კულიგმა საბას მოკლე დახასიათება შემოგვთავაზა.

საზონოვის ძლიერი მხარეები: ვარდნები, პოზიციის შერჩევა, ათლეტურობა, საჰაერო დუელები, სიმტკიცე.

მისი სტილის მსგავსი ფეხბურთელი: კრის სმოლინგი.

„საბა საზონოვი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ცნობილი როგორც „ქართული კედელი“, - წერს Football Talent Scout-ი.

შეგახსენებთ, რომ საზონოვი „დინამო მოსკოვის“ ფეხბურთელია. რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. საბამ რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 24 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 1 გოლია.

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ქართველი მცველი შესანიშნავია და მისი ასპარეზობა უყურადღებოდ არ დარჩენილა. საბა „ჰამბურგის“ ინტერესის ობიექტია და მას იტალიური კლუბებიც აკვირდებიან. ასე რომ, დიდი შანსია, ევროპირველობის დასრულების შემდეგ, მან ადგილსამყოფელი გამოიცვალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფროზინონეში დაადასტურეს | კვერნაძე იტალიაში კვირას ჩავა
ფროზინონეში დაადასტურეს | კვერნაძე იტალიაში კვირას ჩავა