ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

მოვსარ ევლოევი ილია თოფურიას გამარჯვებას ეხმაურება

ჯოშ ემეტის წინააღმდეგ, ილია თოფურიას გამარჯვებას ცნობილი რუსი UFC-ის მებრძოლი, მოვსარ ევლოევი ეხმაურება.

„ემეტი - ნამდვილი მეომარი! თოფურია - ყოჩაღ, ძალიან ჭკვიანური ბრძოლა“, - წერს მოვსარ ევლოევი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მოვსარ ევლოევი და ილია თოფურია არაერთხელ დაპირისპირებიან ერთმანეთს სოციალურ ქსელში და მებრძოლები აქტიურად საუბრობენ ერთმანეთთან ოქტაგონზე შეხვედრაზე. რუსი მებრძოლი UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგში მე-10 ნომერია, ილია თოფურია კი ემეტთან გამარჯვების შემდეგ მე-5 პოზიციაზე აღზევდა.

შეგახსენებთ, რომ ილიასთვის ემეტთან გამარჯვება ისტორიულიც იყო. ქართველმა მებრძოლმა ჯოშ ემეტი მსაჯების შეფასებით 50:42 დაამარცხა, რაც ESPN-ის ინფორმაციით, UFC-ში ეს მხოლოდ სამჯერ მოხდა. 2021 წელს, მაქს ჰოლოუეისა და კელვინ კატარის დაპირისპირებისას მსაჯებმა მაქსს 50:42 დაუფიქსირეს. იგივე ფაქტი 2006 წელს განმეორდა, როდესაც რიჩ ფრანკლინმა დევიდ ლოისოს სძლია, პირველ შემთხვევას კი ადგილი 2001 წელს ჰქონდა, სადაც დევი მენმა გილ კასტილოს მსგავსი ანგარიშით მოუგო.

თოფურია VS ემეტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევლოევი: „ჩემი ბრალია თოფურია რეიტინგში ჩემზე მაღლა რომ იმყოფება“
ევლოევი: „ჩემი ბრალია თოფურია რეიტინგში ჩემზე მაღლა რომ იმყოფება“