ჰარი კეინი
Aa
Aa

BILD: ბაიერნი კეინს ეკონტაქტება - ტრანსფერი აქტუალურია ისე როგორც არასდროს

ჰარი კეინის მიმართ სატრანსფერო ბაზარზე დიდი ინტერესია. 29 წლის ინგლისელის შეძენით ერთბაშად რამდენიმე გრანდი ინტერესდება.

გერმანული Bild-ის ცნობით, მიუნხენის „ბაიერნი“ ინგლისელი ფორვარდის შეძენას აქტიურად შეეცდება. „რეკორდმაისტერში“ ჰარის ტრანსფერი ასეთი აქტუალური აქამდე არ ყოფილა.

წყაროს ცნობით, „ბაიერნი“ კეინთან კონტაქტზეა გასული და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, კეინის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებოდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. „ტოტენჰემსაც“ არ სურს, რომ უშუალო კონკურენტი თავისი ლიდერით გააძლიეროს.

ინგლისელის გადაბირებას მადრიდის „რეალიც“ ცდილობდა, თუმცა „შამეფო კლუბში“ დღემდე მბაპეზე ოცნებობენ და კეინის თაობაზე კლუბში ერთსულოვნება არ არის.

შეგახსენებთ, რომ კეინს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში უსრულდება და თავისუფალი აგენტი ხდება. ამიტომ, „დეზები“ მის გაყიდვას ახლა გეგმავენ, რათა 1 წლის შემდეგ ფეხბურთელი უფასოდ არ დაკარგონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა მოხდა შოტლანდიაში? 6 ახალი კვარა? U21-ის სასწაული!
რა მოხდა შოტლანდიაში? 6 ახალი კვარა? U21-ის სასწაული!