გიორგი მამარდაშვილი, გულიელმო ვიკარიო
Aa
Aa

ტოტენჰემმა ლორისის შემცვლელი შეარჩია | ის მამარდაშვილი არაა

„ტოტენჰემმა“ უგო ლორისის შემცვლელი იპოვა. ფრანგმა მეკარემ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, „დეზების“ რიგებს დატოვებდა და ლონდონელები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ ფეხბურთელზე, რომელიც ლორისის მემკვიდრეობას ღირსეულად განაგრძობდა.

„ტოტენჰემი“ გიორგი მამარდაშვილის გაფორმებასაც განიხილავდა, მაგრამ არჩევანი სხვა მეკარეზე შეაჩერა. როგორც ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო წერს, ლონდონელები „ემპოლის“ კარის დარაჯს, გულიელმო ვიკარიოს იფორმებენ.

რომანოს მიხედვით, მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია. „ემპოლიმ“ 19 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება ოფიციალურად მიიღო და მომდევნო საათებში, ვიკარიო ლონდონში ჩავა, რათა ახალ კლუბთან კონტრაქტი გააფორმოს. მისი ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ ვიკარიო „ინტერის“ ყურადღების ცენტრშიც იყო. „ნერაძური“ მას ან მამარდაშვილს ანდრე ონანას შემცვლელად მოიაზრებდა და როგორც ჩანს, ერთადერთი ვარიანტი დარჩათ. შესაბამისად, თუ ონანამ მილანი დატოვა, „ინტერი“ მთელ ყურადღებას ქართველ ფეხბურთელზე გადაიტანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაუგებარია VAR-ი რატომ არაა“ - ნუნუ ტავარეში გაგუას გოლის ეპიზოდზე
„გაუგებარია VAR-ი რატომ არაა“ - ნუნუ ტავარეში გაგუას გოლის ეპიზოდზე