კაილ უოკერი
Aa
Aa

მოლაპარაკებები დაიწყო - უოკერი შესაძლოა ბაიერნში გადავიდეს

ჟოაუ კანსელუს შემდეგ, „მანჩესტერ სიტი“ შესაძლოა კაილ უოკერმაც დატოვოს, რომელსაც პორტუგალიელის მსგავსად პეპ გუარდიოლასთან ძველებურად იდეალური ურთიერთობა აღარ აქვს.

უოკერი პეპის ახალ სქემაში აღარ ჯდება და „სიტი“ მისი გაშვების წინააღმდეგი არ არის. The Athletic-ის ცნობით, ინგლისელით მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელთან „რეკორდმაისტერი“ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. კლუბებს შორის თანხის საკითხი ჯერ არ გარკვეულა, თუმცა ეს სავარაუდოდ პრობლემა არ იქნება.

უოკერი გუნდში მისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და გუნდის შეცვლა ამიტომ სურს. მას ევრო 2024-ზე ინგლისის ნაკრებთან ერთად ყოფნა სურს და საამისოდ შესაბამისი სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეს.

უოკერი „სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს. კლუბის მაისურით მან 254 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა, 18 საგოლე გადაცემა გააკეთა და ყველა ტიტული მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა მისტერ“ - კვარა სპალეტის დაემშვიდობა
„მადლობა მისტერ“ - კვარა სპალეტის დაემშვიდობა