ჯეიმს მედისონი, ნიკოლო ბარელა
Aa
Aa

ნიუკასლის დიდი გეგმები: ბარელას და მედისონს უმიზნებენ

„ნიუკასლი“ ახალი სეზონისთვის სერიოზულად ემზადება და ჩემპიონთა ლიგისთვის შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. „კაჭკაჭები“ მილანის „ინტერის“ ნახევარმცველის, ნიკოლო ბარელას შეძენაზე მუშაობენ.

The Telegraph-ის ცნობით, კლუბი ტრანსფერზე მოლაპარაკებებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად აწარმოებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიუკასლი დაახლოებით 50 მილიონი ფუნტის გადასახდელად მზადაა.

თუ ეს ნაბიჯი გადაიდგა და გარიგება შედგა, ბარელა „ნიუკასლის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. კლუბი მიიჩნევს, რომ ბარელას მიმზიდველ წინადადებას გაუკეთებენ, რაზეც ფეხბურთელი თანხმობას განაცხადებს.

წყაროს თანახმად, „ნიუკასლის“ მეორე სამიზნე „ლესტერელი“ ჯეიმს მედისონია. „კაჭკაჭებს“ ახალი სეზონისთვის დიდი გეგმები აქვთ.

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლო ბარელამ გასულ სეზონში სერია A-ში „ინტერში“ 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოჯი: „ოსიმენის გვერდით ყველა კარგად თამაშობს, მის გარეშე ნაპოლის გაუჭირდება“
მოჯი: „ოსიმენის გვერდით ყველა კარგად თამაშობს, მის გარეშე ნაპოლის გაუჭირდება“