კაი ჰავერცი
Aa
Aa

არსენალის გეგმა - რაისის შემდეგ ჰავერცის ტრანსფერი

კაი ჰავერცი „ჩელსის“ დატოვებასთან ახლოსაა. გერმანელი შემტევის მიმართ ინტერესი რამდენიმე გრანდს აქვს.

The Athletic-ის ინფორმაციით, „არსენალმა“ „ჩელსის“ უკვე პირველი შეთავაზება გაუგზავნა და პასუხს ელის.

როგორც ცნობილი იყო, ჰავერცის მიმართ ინტერესი მადრიდის „რეალს“ ჰქონდა, თუმცა ფაბრიციო რომანო წერს, რომ „სამეფო კლუბი“ რბოლას გამოეთიშა. ახლა მთავარი ფავორიტი „არსენალია“.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის „არსენალისთვის“ პრიორიტეტული დეკლან რაისის ტრანსფერია, რის შემდეგაც ჰავერცხე უფრო დიდი ყურადღებითა და რესურსებით გადაერთვებიან.

„ჩელსის“ სურვილია, რომ გერმანელი სარფიანად გაყიდოს, თუ ვერ მოხერხდა, მაშინ ახალ ხელშეკრულებაზეც არ იტყვიან უარს, თუმცა ჰავერცს ლონდონელები 75 მილიონ ფუნტად აფასებენ და ამხელა თანხის გადახდა მასში არავის სურს.

თავად ფეხბურთელი მზადაა გუნდი შეიცვალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოჯი: „ოსიმენის გვერდით ყველა კარგად თამაშობს, მის გარეშე ნაპოლის გაუჭირდება“
მოჯი: „ოსიმენის გვერდით ყველა კარგად თამაშობს, მის გარეშე ნაპოლის გაუჭირდება“