ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

პირდაპირ უარი მანჩესტერს - ჩელსის მაუნთი 40 მილიონად არ გაყიდის

დიდი ხანია „მანჩესტერ იუნაიტედი“ მეისონ მაუნთის გადაბირებას ცდილობს. დღევანდელ დღემდე ოფიციალურად არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

დღეს კი გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ ინგლისელი ნახევარმცველის სანაცვლოდ „ჩელსის“ 40 მილიონი ევრო შესთავაზეს. „არისტოკრატებმა“ აღნიშნული წინადადება უმალ დაბლოკეს. ლონდონელები 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ მაუნთის გაყიდვას არ გეგმავენ. „იუნაიტედი“ კი შეთავაზებას გააუმჯობესებს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ინგლისელი „ჩელსის“ აკადემიაში 2005 წელს ჩაირიცხა და პირველ გუნდში 2019 წელს დააწინაურეს. 2019 წლიდან დრემდე, მაუნთმა „არისტოკრატების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 195-ჯერ მოირგო, 33 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოტენჰემმა მეკარე შეარჩია | ჩელსიმ მამარდაშვილის შეძენა გადაიფიქრა
ტოტენჰემმა მეკარე შეარჩია | ჩელსიმ მამარდაშვილის შეძენა გადაიფიქრა