ლუკაკუ: “ეს საზიზღარი შეგრძნება იყო, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ“
Aa
Aa

ლუკაკუ: “ეს საზიზღარი შეგრძნება იყო, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ“

ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომელუ ლუკაკუ დიდი იმედგაცრუება იყო. ბელგიელმა თავდამსხმელი 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა და მეტიც, მისი თანაგუნდელი ცარიელ კარში ურტყამდა და ბურთი მას მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაურისიო პოჩეტინოს ლუკაკუსთვის შანსის მიცემა სურს, მაგრამ თავად ფეხბურთელს „ინტერში“ სურს დარჩენა. შეგახსენებთ, რომ რომელუ „ნერაძურიში“ იჯარის წესით არის განათხოვრებული. ამ საკითხთან დაკავშირებით, ბელგიელმა განაცხადა:

ლუკაკუ:

„პირველ რიგში, დიდი მადლობა „ინტერის“ ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მთელი სეზონის განმავლობაში. თქვენ ყოველ წამს ჩვენს გვერდში ხართ და ამისთვის დიდ მადლობას გიხდით.

ფინალში ყველაფერი ვცადეთ. ვისაც ეს ლამაზი კლუბი გვიყვარს, ფინალში წაგება ჩვენთვის საზიზღარი შეგრძნებაა. „ინტერს“ უდიდესი შიმშილის გრძნობა აქვს და ამ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კლუბმა ყველაფერი 2022 წლის ივლისიდან იცოდა“ - მბაპეს განმარტება
„კლუბმა ყველაფერი 2022 წლის ივლისიდან იცოდა“ - მბაპეს განმარტება