ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„100 მილიონსაც გადავიხდით“ - ბაიერნის მფლობელმა ოსიმენზე მიანიშნა?

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა გერმანული ტელევიზია Bild-ის ეთერში „რეკორდმეისტერის“ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბისთვის პრიორიტეტული ცენტრალური ფორვარდის შეძენა იქნება, ისინი კი ამისთვის მინიმუმ 100 მილიონ ევროს გადაიხდიან.

რას ამბობს ჰაინერი:

„ბაიერნს“ შეუძლია 100 მილიონი ევროს გადახდა, მაგრამ ეს სწორი არჩევანი უნდა იყოს. ახლა შესაძლო ვარიანტებს კარგად ვსწავლობთ და როგორც ყველამ იცის, ცენტრფორვარდს ვეძებთ. სწორ გზაზე ვდგავართ და ყველაფერს მალე გაიგებთ.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც გერმანულ, ისე იტალიურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბაიერნის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე „ნაპოლის“ ნიგერიელი შემტევი, ვიქტორ ოსიმენი იქნება, რომელიც გასულ სეზონში სერია A-ს ბომბარდირი გახდა და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ნეაპოლიტანური გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო.

„ნაპოლისთან“ დაახლოებულმა სააგენტოებმა ჰერბერტ ჰაინერის განცხადება მაშინვე დაუკავშირეს ვიქტორ ოსიმენს და იმის გათვალისწინებით, რომ დე ლაურენტისი ნიგერიელს 100 მილიონად აფასებს, ვარაუდობენ, რომ „ბაიერნის“ პრეზიდენტმა სწორედ ოსიმენის ტრანსფერისკენ მიანიშნა. ამის შესახებ ცნობილი სააგენტო SpazioNapoli წერს.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში სერია A-ში 26 გოლი გაიტანა და გათამაშების ბომბარდირი გახდა. ამასთან, ოსიმენს სერია A-ს საუკეთესო თავდამსხმელის წოდებაც ერგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი კიმის შემცვლელად სერხიო რამოსს მოიაზრებს
ნაპოლი კიმის შემცვლელად სერხიო რამოსს მოიაზრებს