საქართველო, სლოვენია
Aa
Aa

არც დრაგიჩი, არც მურიჩი - სლოვენია საქართველოს დანაკლისით ხვდება

სულ მალე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

ზუროსის შეგირდები ერთ-ერთი მოწინააღმდეგე სლოვენიის ნაკრები იქნება, რომელიც საქართველოსთან მატჩს მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება.

დღემდე ცნობილი იყო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარი „მილუოკის“ ვარსკვლავმა გორან დრაგიჩმა თქვა.

დღეს კი გავიგეთ, რომ სლოვენიის ნაკრების კაპიტანმა ედო მურიჩმა ტრავმა მიიღო და მისი რეაბილიტაცია მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, სლოვენია საქართველოს მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება.

შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. საქართველოს ნაკრების ჯგუფში ვენესულა, კაბო ვერდე და სლოვენია მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სლოვენიასთან ერთად ჯგუფის ფავორიტები ვართ“ - სანიკიძის და ბოისას შეფასებები
„სლოვენიასთან ერთად ჯგუფის ფავორიტები ვართ“ - სანიკიძის და ბოისას შეფასებები