ბარსელონა, სოსიედადი, სერხიო ბუსკეტსი
Aa
Aa

ზუბიმენდი: “ილარამენდის 4-ნომრიანი მაისური უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს“

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ბარელონას“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ზუბიმენდი იქნება. მეტიც, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ჩავი ერნანდესს „სოსიედადის“ ნახევარმცველი პირადად სურს.

ამის პარალელურად, თავად ფეხბურთელმა მეტად უცნაური და გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნო განცხადება გააკეთა. როგორც მოგეხსენებათ, „ბარსელონა“ ბუსკეტსმა დატოვა და 5 ნომერი თავისუფალია. ზუბიმენდის სწორედ 5-ნომრიან მაისურს სთავაზობენ.

ზუბიმენდი:

„ასიერ ილარამენდის მემკვიდრეობით მიღებული 4-ნომრიანი მაისური უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს, ვიდრე სერხიო ბუსკეტსის დანატოვარი 5.“

ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, „ბარსელონაში“ არავის ესიამოვნა. შეგახსენებთ, რომ ილარამენდი ერთ დროს „რეალის“ ღირსებას იცავდა, მაგრამ ძირითადი კარიერა „რეალ სოსიედადში“ გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპი: “სიტის ეს წარმატება მესის მუნდიალის მოგებას უდრის“
პეპი: “სიტის ეს წარმატება მესის მუნდიალის მოგებას უდრის“