ბაიერნი, მადრიდის რეალი, სადიო მანე
Aa
Aa

რეალი მანესთვის იბრძოლებს - ბაიერნი 30 მილიონს ითხოვს

კარიმ ბენზემას, მარკო ასენსიოს, ედენ აზარის და მარიანო დიასის წასვლის შემდეგ, მადრიდის „რეალი“ შემტევი ფეხბურთელების ძიებაშია. „სამეფო კლუბმა“ „მილანიდან“ ბრაჰიმ დიასი დაიბრუნა და ახლა სხვა ტრანსფერზე მუშაობს.

Goal.Com-ის ინფორმაციით, „ბლანკოსი“ სადიო მანეს გადაბირებას აპირებს, რაც სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს. წყაროს ცნობით, „ბაიერნი“ სენეგალელ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებს.

მადრიდში ფიქრობენ, რომ მანე ვინისიუს ჯუნიორთან ეფექტურ ტანდემს შექმნის და ტრანსფერის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებენ. თავის მხრივ, „რეკორდმაისტერი“ მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, რადგან სადიო და „ბაიერნი“ ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ.

გასულ სეზონში, მანეს არაერთი კონფლიქტი ჰქონდა. ყველაზე მწვავე კი ლეორი სანესთან მოხდა. „ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მას სახეში დაარტყა, რაც გუნდში აბსოლუტურად არავის ესიამოვნა და შეიძლება ითქვას მანესთან არავინ მეგობრობს.

ეს ყველაფერი კი „რეალის“ წისქვილზე ასხამს წყალს. მანეს დონის ფეხბურთელის 30 მილიონ ევროდ შეძენა ნებისმიერი ევროპული გრანდისთვის მომგებიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება ჰარი კეინის გადაბირებაზე. „სამეფო კლუბს“ ის ბენზემას შემცვლელად უნდა. სადიო მანე კი შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის შეცვლის ახალი კანდიდატი - ლაურენტისმა შეხვედრა დაგეგმა
სპალეტის შეცვლის ახალი კანდიდატი - ლაურენტისმა შეხვედრა დაგეგმა