ინტერი, მანჩესტერ სიტი, როდრი
Aa
Aa

“ეს ახდენილი ოცნებაა“ - როდრი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი როდრიმ გაიტანა და „ქალაქელებს“ ნანატრი ტიტული მოაგებინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ესპანელმა ნახევარმცველმა კომენტარი გააკეთა.

როდრი:

„ახლა დიდ ემოციებში ვარ. ეს ახდენილი ოცნებაა. ჩვენი გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის მოგებას ამდენი წელი ელოდებოდნენ. ისინი ამას იმსახურებდნენ. ბოლო წლებში ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავით. უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას. ეს არ იყო ადვილი. მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ.

პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშე. ფინალი ასეთია.. არ შეიძლება ელოდო, რომ ყოველთვის კარგად ითამაშებ. ეს ემოციის და ნერვების თამაშია. მეტი ამბიცია გვაქვს!! ეს თითქოს სიზმარია.. იმედი მაქვს, მომავალ წელს ამას გავიმეორებთ. ეს მოგება ყველა იმ ადამიანს ეძღვნება, ვინც „მანჩესტერ სიტი“ ასეთი დიდი გუნდი გახადა.“

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ მიმდინარე სეზონში ტრიპლეტი შეასრულა. პეპ გუარდიოლა კი გახდა ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად ტრიპლეტი მოიგო. „ქალაქელებმა“ კი ჩემპიონთა ლიგის ტიტული ისტორიაში პირველად იზეიმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: “იტალიანო იდეალურად შემცვლის“
სპალეტი: “იტალიანო იდეალურად შემცვლის“