ბარსელონას ოფიციალური განცხადება მესის ტრანსფერის თაობაზე
Aa
Aa

ბარსელონას ოფიციალური განცხადება მესის ტრანსფერის თაობაზე

„ბარსელონამ“ მესის ინტერვიუსა და მისი „ინტერ მაიამიში“ გადასვლის შემდეგ, ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

„ბარსელონა ლიონელ მესის ახალ პროფესიულ კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

ორშაბათს, 5 ივნისს, ხორხე მესიმ, ფეხბურთელის მამამ და წარმომადგენელმა, პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას და კლუბს ფეხბურთელის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, რომ ის კარიერას ინტერ მაიამიში გააგრძელებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბარსელონას შეთავაზება უკვე წარდგენილი ჰქონდა.

პრეზიდენტ ლაპორტას ესმის და პატივს სცემს მესის გადაწყვეტილებას, ითამაშოს ლიგაში ნაკლები მოთხოვნებით, ყურადღებისა და ზეწოლისგან მოშორებით, რომელსაც ის ბოლო წლებში გრძნობდა.

ჟოან ლაპორტა და ხორხე მესი ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთად ითანამშრომლონ, რათა ბარსას გულშემატკივრებმა პატივი მიაგონ და სათანადოდ გააცილონ ფეხბურთელი, რომელიც ბარსელონას ყოველთვის უყვარდა, უყვარს და ეყვარება“.

- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი 2026 წლის მუნდიალზე თამაშს გეგმავს
მესი 2026 წლის მუნდიალზე თამაშს გეგმავს