ლიონელ მესი, ინტერ მაიამი, სერხიო ბუსკეტსი
Aa
Aa

მესისთან ერთად - ინტერ მაიამიში ბუსკეტსიც ითამაშებს

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესი კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. ამ ფაქტს წინ აღარაფერი უდგას.

ავტორიტეტული გამოცემა 90Min საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს. ვიგებთ, რომ ამერიკულ კლუბში არგენტინელ სუპერვარსკვლავთან ერთად სერხიო ბუსკეტსიც ითამაშებს.

ჯერჯერობით ტრანსფერის დეტალები უცნობია, მაგრამ აღნიშნული წყარო დაჟინებით ამტკიცებს, რომ ვეტერანი ესპანელი თავის ყოფილ თანაგუნდელს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ბუსკეტსმა „ბარსელონას“ რამდენიმე კვირის წინ დატოვა და ახლა ის თავისუფალი აგენტია. მისი თქმით, ის ევროპაში თამაშს არ აპირებს, რადგან არ სურს „ბარსელონას“ წინააღმდეგ რომელიმე ევროპულ ტურნირზე შეხვდეს.

ასევე შეგახსენებთ, მრავალი წლის განმავლობაში ბუსკეტსი და მესი ერთად „ბარსელონაში“ თამაშობდნენ და ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: ბელინგემი რეალის ფეხბურთელია
ოფიციალურად: ბელინგემი რეალის ფეხბურთელია