U20 მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

აშშ ურუგვაიმ გააჩერა | 20-წლამდელთა მსოფლიოზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა 1/2 ფინალისტი მას შემდეგ გაირკვა, რაც ურუგვაის ნაკრებმა შესანიშნავ ფორმაში მყოფი აშშ-ის გუნდი გააჩერა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ამერიკელები 1/4 ფინალამდე გოლგაუშვებლად მივიდნენ და ურუგვაელებთან მცირე ფავორიტებადაც ითვლებოდნენ, თუმცა „სელესტემ“ ძალიან ორგანიზებულად ითამაშა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში, 21-ე წუთზე, 1/8 ფინალში, გამბიასთან გადამწყვეტი გოლის ავტორმა, ანდერსონ დუარტემ გახსნა, მეორე ტაიმის სტარტზე კი უინდერის ავტოგოლი ვიხილეთ.

უკვე გითხარით, რომ აშშ-ის გუშინდელ მატჩამდე გოლი არ ჰქონდა გაშვებული, აი ურუგვაელები კი ჯერჯერობით პლეი-ოფში არ უშვებენ. ისიც საინტერესოა, აშშ-ის ნაკრებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე აქამდე ზედიზედ 15 შეხვედრაში ჰქონდა გოლი გატანილი.

„სელესტე“ შემდეგ რაუნდში გავიდა დებიუტანტ ისრაელის ნაკრებზე, რომელმაც ბრაზილია დამატებით დროში დაამარცხა. მეორე ნახევარფინალში იტალიელები მოქმედ ვიცე-ჩემპიონ სამხრეთ კორეას შეხვდებიან.

8 ივნისი. 21:30. ურუგვაი V ისრაელი

9 ივნისი. 01:00. იტალია V სამხრეთ კორეა

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გოლი უმომენტო 120 წუთში | სამხრეთ კორეა ჩოიმ 1/2 ფინალში გაიყვანა
გოლი უმომენტო 120 წუთში | სამხრეთ კორეა ჩოიმ 1/2 ფინალში გაიყვანა