გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე: მეცში ამ მიზნით დავბრუნდი და ბედნიერი ვარ, რომ მას მივაღწიე

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ „ბასტიას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა და მეტოქეს 3:2 სძლია.

ქართველმა ფორვარდმა მატჩის შემდეგ, პრესასთან პირველი და საკმაოდ ემოციური კომენტარი გააკეთა, რაც მისი გუნდის ლიგა 1-ში აღზევებას ეხებოდა.

„ეს შესანიშნავია, ეს არის ის, რაზეც ჩვენ სეზონის დასაწყისში ვოცნებობდით. ახლა ჩვენ უმაღლეს ლიგაში ვართ. შეხედეთ სტადიონს, გულშემატკივრებს, მათ ლიგა 1-ში დაბრუნება ყველას უხარიათ. ეს ჩვენი სურვილი იყო და ამისთვის ყველაფერი გავიღეთ.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო ლიგა 1-ში დაბრუნებაა. მეცში დაბრუნებულს გუნდის ლიგა 1-ში დაბრუნება ძალიან მინდოდა. ბელგიაში ორი სეზონი ვითამაშე და სერენი უმაღლეს ლიგაში დავაბრუნე. აქაც იმავე მიზნით ჩამოვედი, რაც შევასრულე, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ.

მეცთან კონტრაქტი 2026 წლამდე მაკავშირებს. ჩვენ უმაღლესში დავწინაურდით და ახლა ამ მომენტით უნდა დავტკბეთ. ეს მომენტი და წუთები არასდროს დაგვავიწყდება, ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. ამიტომ, ახლა ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ“.

- განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ლიგა 2-ის აწ დასრულებულ სეზონში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: კვარა სხვა კლუბებზე არ ფიქრობს, ახალი კონტრაქტი მალე გაფორმდება
Gazzetta: კვარა სხვა კლუბებზე არ ფიქრობს, ახალი კონტრაქტი მალე გაფორმდება