ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად | ბორდო-როდეზის მატჩი არ განახლდება

საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის, ლიგა 2-ის ბოლო ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ მეტოქე „როდეზი“ გახლდათ. მატჩი თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყო, მაგრამ 23-ე წუთზე, მთავარ არბიტრს, ნიკოლა რაინვილს მისი შეჩერება მოუწია.

23-ე წუთზე, „როდეზმა“ ანგარიში გახსნა და ლუკა ბუადესის გოლით დაწინაურდა. ის და მისი თანაგუნდელები გოლს აღნიშნავდნენ, როცა მოედანზე „ბორდოს“ გულშემატკივარი შეიჭრა და ბუადესს ხელი ძლიერად ჰკრა. ლუკამ მოედანზე რამდენიმე წუთი გაატარა და კლუბს მისი საავადმყოფოში გადაყვანა მოუწია.

მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილების შემდეგ, რაინვილმა პრესკონფერენცია გამართა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ შეხვედრა არ განახლდება. მისი თქმით, ბუადესს ტვინის შერყევა აქვს, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და „ბორდოს“ წინააღმდეგ სადამსჯელო სამუშაოები გატარდება.

შეგახსენებთ, რომ „ბორდოს“ 69 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „მეცს“ 3 ქულით ჩამორჩება. ნაკლებად სავარაუდოა, ჟირონდელებს თამაშის განახლების საშუალება მისცენ და სავარაუდოდ, ლიგა 1-ში მიქაუტაძის გუნდი გადავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეამაყები“ - კახა კალაძე კვარას აღიარებას გამოეხმაურა
„მეამაყები“ - კახა კალაძე კვარას აღიარებას გამოეხმაურა