სტადიონზე ფიზიკური დაპირისპირება - 15 წლის გერმანელი ფეხბურთელი დაიღუპა
Aa
Aa

სტადიონზე ფიზიკური დაპირისპირება - 15 წლის გერმანელი ფეხბურთელი დაიღუპა

საფეხბურთო სამყაროში საშინელი ფაქტი დაფიქსირდა. თინეიჯერი ფეხბურთელი საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე მეტოქესთან ჩხუბის შედეგად ტვინის ტრავმის შედეგად გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ბერლინის“ 15 წლის ფეხბურთელი მეტოქე გუნდის 16 წლის მოთამაშეს შეეჯახა. იმ მომენტში სიტუაცია განიმუხტა. დაპირისპირება კი მატჩის დასრულების შემდეგ გაგრძელდა.

DailyStar-ის ცნობით, აღნიშნული ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. „მეცის“ 16 წლის მოთამაშემ „ბერლინის“ ფეხბურთელს ისეთი დაზიანება მიაყენა, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ინციდენტი 28 მაისს მოხდა, ხოლო 31 მაისს გავრცელდა ცნობა, რომ 15 წლის თინეიჯერი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლებმა საკუთარი შვილის ორგანოები დონაციისთვის საავადმყოფოს დაუთმო.

ამ მომენტისთვის მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო გარდაცვლილი და დამნაშავე ფეხბურთელების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალი 1 თვეა შიშობდა, რომ ბენზემა წასვლას აპირებდა - მადრიდში კეინს უმიზნებენ
რეალი 1 თვეა შიშობდა, რომ ბენზემა წასვლას აპირებდა - მადრიდში კეინს უმიზნებენ