მორიგი პრობლემა ტურინში | რატომ შეიძლება ევროტურნირებს ჩამოაშორონ?
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, შესაძლოა, უეფამ „იუვენტუსი“ ევროტურნირებიდან მოკვეთოს. გავლენიანი იტალიური გამოცემის მიხედვით, არის შანსი, დისკვალიფიკაცია ერთწლიანი ან მრავალწლიანი იყოს, მისი განმაპირობებელი მიზეზი კი რამდენიმა.
უეფა ელოდება, რომ „ბებერი ქალბატონი“ სუპერ ლიგის პროექტზე უარს იტყვის. გარდა ამისა, ტურინელთა ახალი ხელმძღვანელები უეფას პრეზიდენტთან, ალექსანდერ ჩეფერინისთან ამ საკითხთან დაკავშირებით, კონტაქტზე არ გადიან. როცა „ბარსელონას“ პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ჩეფერინისთან სალაპარაკოდ სლოვენიაში ჩაფრინდა.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კიდევ ერთი ფაქტორი კაპიტალური შემოსავლის გაყალბებისა და ხელფასებით მანიპულაციის საკითხია. „ბიანკონერის“ ამის გამო სერია A-ში 10 ქულა ჩამოაკლეს და შესაძლოა, პრობლემები ევროტურნირებზეც შეექმნას. იტალიურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „ბებერ ქალბატონს“ დალაგებული სიტუაცია არც ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებით ჰქონა და ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩეფერინი და მისი გუნდის წევრები გაოცებული არიან, კლუბის ხელმძღვანელები მათ რომ არ ეკონტაქტებიან.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, უეფამ ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მონაწილეების სია ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ უნდა შეადგინოს, რომელიც 10 ივნისსაა ჩანიშნული. „იუვენტუსს“ შესაძლოა, დამატებითი დრო ივლისამდე ან აგვისტოს დასაწყისამდე მისცენ, მაგრამ თუ ამ თარიღამდე იტალიელმა სამართალდამცველებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, ტურინელები სასჯელს მიიღებენ. უეფა პარალელურ გამოძიებას ატარებს და მაღალი შანსია, „იუვე" ევროტურნირების მიღმა დარჩეს.