ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა სასტარტოში ითამაშებს - Gazzetta ნაპოლი-ინტერის შემადგენლობებზე

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „ინტერთან“ სასტარტოში ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე კვირის ხუთშაბათის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, პარასკევს სპორტდარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა, თუმცა შაბათს გუნდთან ერთად ივარჯიშა და მილანურ კლუბთან სასტარტოში ვიხილავთ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტიმ აღნიშნა, რომ მისი გუნდის ფეხბურთელები ამ შეხვედრას დიდი მოტივაციით ხვდებიან, რადგან მიმდინარე სეზონში „ნაპოლიმ“ მხოლოდ „ინტერი“ ვერ დაამარცხა და სერია ა-ს 36-ე ტურში მილანური გუნდის დამარცხებას „დიეგო მარადონაზე“ ეცდება. 

მიმდინარე სეზონში, 4 იანვარს, „ნაპოლი“ „ინტერს“ „სან სიროზე“ დაუპირისპირდა და ედინ ჯეკოს გოლით დამარცხდა (1:0).

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, გუნდების სასტარტო შემადგენლობები ასეთი იქნება:

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია

ინტერი: ონანა, დ'ამბროზიო, დე ვრი, ბასტონი, ბელანოვა, ბარელა, ასლანი, გალიარდინი, გოსენსი, ლუკაკუ, კორეა

„ნაპოლისა“ და „ინტერის“ შეხვედრა 21 მაისს, 20:00 საათზე დაიწყება.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონის სერია ა-ში 31 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენობით კვარაცხელია სერია ა-ში საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები