მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლიგა 1-ში აღზევების შანსი შემცირდა - მიქაუტაძის გუნდმა ქულები დაკარგა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში „გენგამისა“ და „მეცის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, თუმცა საბოლოოდ მისმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და უდიდესი ალბათობით შემდეგ სეზონს კვლავ ლიგა 2-ში გაატარებს.

36 ტურის შემდეგ ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ 69 ქულით მეორე ადგილზეა, „მეცი“ 66 ქულით მესამე პოზიციაზეა. ელიტაში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები აღზევდებიან. მიქაუტაძის გუნდისთვის დარჩენილ ორ ტურში მეორე ადგილზე გასვლა რთული იქნება, მით უმეტეს, რომ „ბორდო“ კარგ ფორმაშია, ბოლო ხუთი შეხვედრიდან 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

დარჩენილ ორ ტურში „მეცი“ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე უმოტივაციო „სოშოს“ ესტუმრება (26 მაისი) და ასევე უმოტივაციო „ბასტიას“ უმასპინძლებს (2 ივნისი). რაც შეეხება „ბორდოს“, დავითაშვილის გუნდი ლიგაში ადგილის შენარჩუნებითვის მებრძოლ „ანესის“ სტუმრად დაუპირისპირდება (26 მაისი) და ბოლო ტურში „როდეზს“ მიიღებს (2 ივნისი).

22 წლის გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის 35 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. მის მიმართ ინტერესს სერია ა-სა და პრემიერ ლიგის კლუბები იჩენენ. თუ „მეცი“ ლიგა 2-ში დარჩება, ფრანგული კლუბისთვის ქართველი ტალანტის შენარჩუნება ძალიან რთული, თითქმის წარმოუდგენელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები