სერხიო ბუსკეტსი
Aa
Aa

„დაუვიწყარი მოგზაურობა დასრულდა“ - ბუსკეტსმა ბარსადან წასვლა გამოაცხადა

სერხიო ბუსკეტსი „ბარსელონას“ ტოვებს. რამდენიმე წუთის წინ, „ბლაუგრანამ“ ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც ესპანელი ნახევარმცველის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა. ბუსკეტსი მიმდინარე სეზონის შემდეგ წავა და სავარაუდოდ, კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

„დრო მოვიდა, გამოვაცხადო, რომ ეს ჩემთვის ბარსაში გატარებული ბოლო სეზონი იქნება. დაუვიწყარი მოგზაურობა იყო. ბავშვობაში ბარსას მატჩებს ტრიბუნებიდან ან ტელევიზორით ვუყურებდი და ამ გუნდის მაისურით, ამ სტადიონზე თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. რეალობამ ჩემს ოცნებებს გადააჭარბა.

ახალგაზრდულ ასაკში, ჩემთვის რომ გეთქვათ, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, რომლის ფანიც ვიყავი და ვიქნები, ფეხბურთელის, კაპიტნისა და წევრის რანგში, 15 სეზონსა და 700-ზე მეტ მატჩს ჩაატარებო, ვერ დავიჯერებდი. ეს დიდი პატივი და ოცნება იყო და ამდენი ხნის განმავლობაში ბარსელონას ემბლემის ტარება ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგრამ დრო მოვიდა, ეს ნაბიჯი გადავდგა. მინდა, ყველა ადამიანს, ვინც ეს შესაძლებელი გახადა, მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ბუსკეტსმა.

ცნობისთვის, 2008 წლიდან დღემდე, ბუსკეტსმა „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 719-ჯერ მოირგო, 18 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, ბარსასთან ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეი ლონგო: „ყველა ამბობს, რომ სეხუდო მერაბისთვის რთული მეტოქეა, ასე არაა“
რეი ლონგო: „ყველა ამბობს, რომ სეხუდო მერაბისთვის რთული მეტოქეა, ასე არაა“