ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

„კრემონეზეს დაცვის ხაზის ბურჯია“ - იტალიური გამოცემა ლოჩოშვილს აქებს

იტალიურმა გამოცემამ, Cuore Grigiorosso-მ, რომელიც „კრემონეზეზე“ წერს, ლუკა ლოჩოშვილს სტატია მიუძღვნა. Cuore Grigiorosso-მ ქართველი უკანახაზელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ ლუკა მაღალ დონეზე ასპარეზობს.

„ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი არაა. კვარას გარდა, სერია A-ს ქართული აღმოჩენა ლუკა ლოჩოშვილიც გახლავთ. სეზონის სტარტი, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ალვინი იყო, კრემონეზეს ყველა ფეხბურთელისთვის რთული გახლდათ, მაგრამ ლუკამ და მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა კარგი თამაში აჩვენეს, ბალარდინის დანიშვნის შემდეგ კი, ლოჩოშვილი, ვასკესთან ერთად, გუნდის დაცვის ხაზის ერთ-ერთ ბურჯად იქცა. მართალია, ვერონას მიერ ლეჩესთან მოპოვებული გამარჯვება სერია A-ში ადგილის შენარჩუნებას გაართულებს, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც იქნა, კრემონეზემ იპოვა დაცვის ხაზი, რომელიც სეზონის დასკვნით მონაკვეთში დამატებით ბიძგს მისცემს.

ერთ თვეზე ცოტა ნაკლებ დროში, იტალიაში მცხოვრები ათასობით სტუდენტი შეფასებას მიიღებს, ლოჩოშვილი კი ზაფხულს მშვიდად ხვდება და ვალების აღება არ მოუწევს, რადგან გამოცდა უმაღლეს ქულაზე ჩააბარა. ჩვენი გაზეთის შეფასებით, ქართველი მცველი კრემონეზეს მაისურით გამართული პირველი მატჩიდან მოყოლებული ერთ-ერთი საუკეთესოა. ბოლო 4 შეხვედრაში, მისი საშუალო შეფასება თითქმის შვიდის ტოლია და კოპა იტალიაზე, ფიორენტინასთან დაპირისპირებაში, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

ლოჩოშვილი ქებას იმსახურებს. ლუკა პირველივე მატჩიდან ნამდვილი პროფესიონალივით იქცევა და 22-ვე შეხვედრა დიდი გულით ჩაატარა, რომლითაც სამპდორიას გოლიც გაუტანა. ლოჩოშვილი ძველი ყაიდის მცველია, რომელიც თავისი ჩაჭრებით გადამწყვეტია. ცხოვრებაში და მით უმეტეს, ფეხბურთში შემთხვევითი არაფერია. ფაქტია, რომ 4-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლის შემდეგ, კრემონეზემ მოუმატა და ბიჭები ამ სქემაში თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და „კრემონეზე“ მე-17 ადგილზე მყოფ „ვერონას“ 6 ქულით ჩამორჩება. ლოჩოშვილის გუნდის მომდევნო მეტოქე „იუვენტუსია“, რომელსაც „კრემონეზე“ სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ბრუინმა მან. სიტი მარცხისგან იხსნა - 2 ბრწყინვალე გასროლა ბერნაბეუზე
დე ბრუინმა მან. სიტი მარცხისგან იხსნა - 2 ბრწყინვალე გასროლა ბერნაბეუზე