მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“მსაჯი ყურადღებით არ იყო“ - ანჩელოტი მანჩესტერ სიტისთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში „რეალმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. თამაშის დასრულების შემდეგ, „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„საკმაოდ კარგი შეგრძნება მაქვს. ამ მატჩისთვის იდეალურად მოვემზადეთ, ვიბრძოლეთ და საბოლოოდ კარგი განცდა დაგვეუფლა. შედეგი არ გაგვიხარდა, მაგრამ მანჩესტერში ყველაფერი ბოლო წუთამდე მივა. პირველი ტაიმის გარკვეული პერიოდი „სიტი“ დომინირებდა, მაგრამ ამის არ გვეშინოდა. პოზიციურად სწორად ვიდექით და ჩვენს მომენტს ველოდებოდით.

რუდიგერი არის ფეხბურთელი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს. მან კარგად ითამაშა. ხშირად ის პრესინგს ცდილობს, როცა ამის საჭიროება არ არის, მაგრამ მთავარია, რომ ის თავის ზონებს ავსებს. ვფიქრობ, მსაჯი ყურადღებით არ იყო. მან ბარათი მომცა. მე ვუთხარი, რომ ყვითელი ბარათი მოედანზე მყოფებისთვის უნდა მიეცა.

„მანჩესტერ სიტის“ კარგი შედეგის განცდა აქვს. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენზეც. შემდეგ მატჩს გულშემატკივრების გარეშე ვითამაშებთ, მაგრამ ისინი ჩვენს გულებში არიან.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდელთა მხრიდან თავი ვინისიუს ჯუნიორმა გამოიჩინა. მეორე ტაიმში კი წონასწორობა კევინ დე ბრუინმა აღადგინა. „სიტისა“ და „რეალის“ განმეორებითი მატჩი 17 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BILD: მიულერი ბაიერნის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს
BILD: მიულერი ბაიერნის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს