ბარსელონა, სერხიო ბუსკეტსი
Aa
Aa

დიდი ეპოქა სრულდება - ბუსკეტსი ბარსელონადან მიდის

ესპანური ავტორიტეტული გამოცემა MARCA მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ სერხიო ბუსკეტსი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ბარსელონას“ დატოვებს. ვეტერან ესპანელს კონტრაქტი ეწურება და ის თავისუფალი აგენტი გახდება.

ჩავი ერნანდესი მის გადარწმუნებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ, როგორც ჩანს არაფერი გამოუვიდა. წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელი ოფიციალურ განცხადებას სულ მალე გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ „ბლაუგრანამ“ სერხიოს გადაწყვეტილების შესახებ უკვე იცის.

შეგახსენებთ, რომ ბუსკეტსი კატალონიური გრანდის აღზრდილი გახლავთ. 34 წლის ნახევარმცველი ბარსას აკადემიას 2005 წელს შეუერთდა, ხოლო პირველ გუნდში 2008 წლის პირველი ივლისიდან ირიცხება.

ცნობისთვის, 2008 წლიდან დღემდე, ბუსკეტსმა „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 719-ჯერ მოირგო, 18 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, ბარსასთან ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპაში წარმატებული დრიბლინგი - ხვიჩა ათეულშია
ევროპაში წარმატებული დრიბლინგი - ხვიჩა ათეულშია