როდრი
Aa
Aa

„რეალი ჩემპიონთა ლიგის მეფეა, მაგრამ ჩვენ შურისძიება გვწყურია“ - როდრი

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის „რეალი“ სანტიაგო ბერნაბეუზე „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.

მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მანჩესტერული კლუბის ნახევარმცველმა, როდრიმ მოახლოებულ შეხვედრასა და გასული სეზონის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

რა თქვა როდრიმ:

შურისძიების შანსი გვექნება. გასული სეზონის თამაშებიდან კარგი გამოცდილება მივიღეთ. შარშან, 180 წუთის განმავლობაში უკეთესები ვიყავით, მაგრამ საბოლოო მიზნისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საპასუხო თამაშის ბოლო წუთები საუკეთესოდ არ ჩაგვიტარებია.

მოწინააღმდეგე მაშინ უნდა დაასრულო, როდესაც ამის შესაძლებლობა გექნება. მადრიდის „რეალს“ პატივს ვცემთ, ისინი ჩემპიონთა ლიგის მეფეები არიან, მაგრამ ჩვენ, წარმატების მისაღწევად საჭირო რესურსები გვაქვს. შესანიშნავ ფორმაში ვართ და არაფრის გვეშინია. აქ საბრძოლველად მოვედით და შურისძიება გვწყურია.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება დღეს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება, საპასუხო მატჩი კი „ეტიჰად სთედიუმზე“ 17 მაისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიზანი შურისძიება არაა“ - გუარდიოლა მატჩის წინ
„მიზანი შურისძიება არაა“ - გუარდიოლა მატჩის წინ