ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ალბერტო ბიგონი
Aa
Aa

„საერთო მიზნისთვის თავგანწირვის სულისკვეთება“ - ბიგონი ნაპოლის ტრიუმფზე

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალბერტო ბიგონიმ, რომელმაც „როსონერისთან“ ერთად ჩემპიონთა თასი (1972-73) და სერია ა (1978-79) მოიგო, La Gazzetta dello Sport-ს „ნაპოლის“ შესახებ ესაუბრა. ბიგონი „ნაპოლის“ წარმატების მთავარ განმაპირობებელ მიზეზად გუნდურ მუშაობას თვლის. მისი აზრით, „ნაპოლის“ თითოეული წევრი მიზნისთვის თავგანწირულად იბრძოდა. ბიგონი ასევე ახსენებს დიეგო მარადონას, რომელმაც ვერ იხილა „ნაპოლის“ ჩემპიონობა 33-წლიანი პაუზის შემდეგ.

ალბერტო ბიგონი: „სპალეტისა და მისი „ნაპოლის“ გმირობა დავიწყებას არასდროს მიეცემა, ყველას გვემახსოვრება. ორი რამ გამოჩნდა: საერთო მიზნისთვის თავგანწირვის სულისკვეთება და წინასწარი ვარაუდების განადგურების დიდი სურვილი. ინსინიეს, მერტენსისა და კულიბალის წასვლის შემდეგ „ნაპოლის“ მიმართ დიდი მოლოდინი არ იყო, თუმცა გასაგებია, რომ კლუბმა მათი შემცვლელები კარგად შეარჩია. ვგულისხმობ, კვარაცხელიასა და კიმს.

შესანიშნავია, რომ „აძური“ ჩემპიონობას ზეიმობს დიდი ხნის შემდეგ. კლუბმა და ქომაგებმს ეს დაიმსახურეს. უდიდესი სინანული ახლა ისაა, რომ აქ დიეგო მარადონა არაა. ის დღეს ნეაპოლელთან ერთად არაა, გასულ წელს არგენტინის ნაკრებთან ერთად არ იყო, როცა „ალბისელესტე“ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა დოჰაში.

დღევანდელი „ნაპოლის“ სიმბოლოები? ადვილია თქვა, რომ გუნდის სიმბოლოები ოსიმენი და კვარაცხელია არიან, მაგრამ მე ამ წარმატებას ყველა ფეხბურთელის დამსახურებად ვთვლი. ასევე, ლუჩანო სპალეტის დამსახურებაა, რომელმაც ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო. ცხადია, ვგულისხმობ აურელიო დე ლაურენტისსაც. რაც ის კლუბში მოვიდა, კლუბმა საოცარი გზა გაიარა. გახსოვთ, სად იყო „ნაპოლი“?

სერია ა-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „ნაპოლი“ 80 ქულით პირველ ადგილზეა და „ლაციოს“ 16 ქულით უსწრებს.

„ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე გადაცემების რაოდენობით ხვიჩა სერია ა-ში საუკეთესოა, მეორე ადგილს კოსტიჩი და მილინკოვიჩ-სავიჩი 8-8 საგოლე პასით იკავებენ. ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზეც პროდუქტიული იყო, 9 თამაშში 2 გოლი და 4 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბესტის და რონალდუს კომბინაციაა“ - დი კანიომ კვარაზე ისაუბრა
„ბესტის და რონალდუს კომბინაციაა“ - დი კანიომ კვარაზე ისაუბრა