ხვიჩა კვარაცხელია, პაოლო დი კანიო
Aa
Aa

„ბესტის და რონალდუს კომბინაციაა“ - დი კანიომ კვარაზე ისაუბრა

33-წლიანი პაუზის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გახდა, „უდინეზესთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა. ნეაპოლურმა კლუბმა მარადონას ეპოქის შემდეგ იტალიის ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.

„ნაპოლის“ შესახებ არაერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა ისაუბრა, მათ შორის პაოლო დი კანიო იყო, რომელმაც კვარაცხელია ჯორჯ ბესტსა და კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.

„ჩემთვის კვარაცხელია ორი ექსტრაორდინალური ფეხბურთელის კომბინაციაა. მას ჯოჯ ბესტის დრიბლინგის ხელოვნება აქვს, თუმცა თანამედროვე ფეხბურთის შესაბამისად აკეთებს. ბესტს ოსტატურად შეეძლო მეტოქის ჩამოცილება, მიმართულების შეცვლა, მოტყება. კვარა დაუნდობელია და ფიზიკური მომზადების კუთხით ბესტზე ძლიერია.

მეორე მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუა, კვარაცხელიას მასაც ვადარებ. კვარაცხელია მხოლოდ დრიბლინგით არ კმაყოფილდება, დრიბლინგის დასრულების შემდეგაც აქვს იმის ძალა, რომ შეტევა დაასრულოს, გოლი გაიტანოს“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „ნაპოლი“ 80 ქულით პირველ ადგილზეა და „ლაციოს“ 16 ქულით უსწრებს.

„ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე გადაცემების რაოდენობით ხვიჩა სერია ა-ში საუკეთესოა, მეორე ადგილს კოსტიჩი და მილინკოვიჩ-სავიჩი 8-8 საგოლე პასით იკავებენ. ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზეც პროდუქტიული იყო, 9 თამაშში 2 გოლი და 4 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები