აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისი: ეს დასაწყისია და არა დასასრული, ლიგის მოგებაც გვინდა

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სერია A-ს მოგების შემდეგ, ქომაგებს მიმართა.

„თქვენ ყოველთვის მეუბნებოდით: „ჩვენ გვინდა გამარჯვება". და ჩვენ გავიმარჯვეთ! ყველამ ერთად გავიმარჯვეთ. კვირას კი ფიორენტინას წინააღმდეგ ჩვენ ყველანი დიდ წვეულებაზე მივდივართ. მადლობა ყველას!

დღეს არის მოლოდინების კულმინაცია, რომელიც 33 წელი გაგრძელდა. როცა ჩამოვედი, ვთქვი, რომ ევროტურნირებზე მოხვედრას 10 წელი დასჭირდებოდა, ჩვენ ეს ნაადრევად გავაკეთეთ. მე ვთქვი, რომ სკუდეტოს მოგებას კიდევ 10 წელი სჭირდებოდა და ჩვენ ამ მიზანსაც რამდენიმე წლით ადრე მივაღწიეთ.

ახლა ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ისევ და ისევ და ისევ. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგა გვაკლია, ეს ტურნირი მოგებული არ გვაქვს და ამის გაკეთება გვინდა.

ეს გუნდი დატვირთული იყო პასუხისმგებლობებით და გვჭირდებოდა შემადგენლობა, რომელიც საკმარისად მსუბუქი იქნებოდა, რომ აფრენილიყო ცალკეული ადამიანების გარეშე, რომლებიც მუხრუჭების როლს ასრულებდნენ.

პროექტი არასოდეს ჩერდება. ჩემთვის ეს არის საწყისი წერტილი და არა დასასრული. მომავალ სეზონში მე და სპალეტი მუშაობას განვაახლებთ“,

- განაცხადა დე ლაურენტისმა.

როდესაც ნაპოლის პრეზიდენტს ჰკითხეს, შეიტანეს თუ არა წვლილი ჩემპიონობაში ყოფილმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან დრის მერტენსი, ლორენცო ინსინიე და კალიდუ კულიბალი, მან უპასუხა:

„კავანი, ლავეცი, კვალიარელა, იგუაინი. ვფიქრობ, მთელი ეს წლები სკუდეტოს მოგებაზე ვმუშაობდით. არაფერს არ ვნანობ, როგორც ფრანგები იტყვიან“. - თქვა დე ლაურენტისმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა ღმერთს, რომ ნეაპოლს ეს სიხარული მივანიჭე“ - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ
„მადლობა ღმერთს, რომ ნეაპოლს ეს სიხარული მივანიჭე“ - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ