ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„უფლის იწამე მარად“ - კვარა სოციალურ ქსელში საჩემპიონო ფოტოს აქვეყნებს

„ნაპოლიმ“ იდინეში 33-წლიანი ლოდინი დაასრულა და ისტორიაში მესამედ სკუდეტო მოიგო.

სპალეტის გუნდმა „უდინეზესთან“ ფრედ 1:1 ითამაშა, რაც საჩემპიონოდ საკმარისი იყო.

მატჩის შემდეგ, ნეაპოლში და ყველგან სადაც „ნაპოლის“ ქომაგები არიან ზეიმი დაიწყო. ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე „სთორიში“ პირველი საჩემპიონო ფოტო გამოაქვეყნა, სადაც შუბლზე შემოხვეულ ნაჭერზე შემდეგი წარწერა ჰქონდა - „უფლის იწამე მარად“.

კვარაცხელიას ინსტაგრამის გვერდზე „ბიო“-ში სწორედ ეს სიტყვები უწერია.

აქვე გეტყვით, რომ „უდინეზეს“ კარში გადამწყვეტი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, რომელმაც ხვიჩას დარტყმულის შემდეგ ზუსტად დაამატა და ანგარიში გაათანაბრა.

კვარას ყველა მომენტი VS უდინეზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილის მაგარი მატჩი - კრემონეზემ მილანიდან ქულა წამოიღო
ლოჩოშვილის მაგარი მატჩი - კრემონეზემ მილანიდან ქულა წამოიღო