ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა გრძელდება

საქართველოში უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა გრძელდება. ბათუმის შემდეგ, ჩემპიონატის მთავარი სიმბოლო დღეს, 2 მაისს, გვირილობის დღესასწაულის აღსანიშნავად ქუთაისს ესტუმრა.

ევროპის ჩემპიონატის თასმა ქუთაისის ქუჩები კოკა-კოლას ქარავანთან ერთად მოიარა. პარალელურად ქალაქში დღესასწაულის ფარგლებში ქართველი მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. მოგვიანებით თასმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარე საკონცერტო სცენაზე გადაინაცვლა.

ჩემპიონატის მთავარ სიმბოლო მოედანზე ტურნირის ელჩმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილი შემოიტანა. შეკრებულ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მიმართეს.

ქუთაისის შემდეგ, თასი ქვეყნის კიდევ რამდენიმე ქალაქში იმოგზაურებს. თასის ბოლო გაჩერება კი, ჩემპიონატის მასპინძელ თბილისში იქნება. საქართველოს მასშტაბით ევროპის ჩემპიონატის თასი ტურნირის ადგილობრივი სპონსორის, კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას ჯადოსნური ქარავანით იმოგზაურებს.

შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები