ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლაუტარო მარტინესი, ვიქტორ ოსიმენი, ბეპე აკარდი
Aa
Aa

„ნაპოლის დატოვებენ“ - იტალიელი აგენტი ხვიჩასა და ოსიმენზე

იტალიელი აგენტი ბეპე აკარდი ფიქრობს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ დატოვებენ. აკარდი Tuttomercatoweb-ს ესაუბრა:

„ნაპოლიმ“ სკუდეტო დაიმსახურა. სეზონის დაწყებამდე არავინ ფიქრობდა, რომ სკუდეტოს მოგება შეეძლო.

„ჩემპიონობის მოპოვებაში ყველაზე დიდი წვლილი ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანეს. ვფიქრობ, ზაფხულში „ნაპოლის“ დატოვებენ. კლუბმა ეკონომიკური კუთხით აქამდეც გამოავლინა სწორი მართვის უნარი. ნეაპოლური გუნდი ამ გზას გააგრძელებს“.

აკარდიმ კვარაცხელიას შესახებ თებერვალშიც ისაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა: „რა ღირს დღეს ხვიჩა კვარაცხელია? 100 მილიონზე მეტი. თუ შესაბამისი წინადადებება იქნება, ვფიქრობ „ნაპოლიმ“ შესაძლოა გაყიდოს“.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონობის ვადაზე ადრე განაღდების შანსი ხუთშაბათს ექნება. საქართველოს დროით 22:45 საათზე „ნაპოლი“ სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება და ფრის შემთხვევაშიც ჩემპიონის სტატუსს გაინაღდებს.

კვარაცხელიას რაც შეეხება, ქართველ ფეხბურთელს შედეგიანი ქმედება ბოლო 7 შეხვედრაში არ ჰქონია. ხვიჩას მიმდინარე სეზონში, სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაზე, 14 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული. 77-ე ნომრის ბოლო გაელვება 19 მარტით თარიღდება.

ვიქტორ ოსიმენმა სერია ა-ს 26 შეხვედრაში 21 გოლი შეაგდო, ჩემპიონთა ლიგის ექვს მატჩში 5 გოლი გაიტანა. სერია ა-ს ბომბარდირთა დავას ლიდერობს და მეორეადგილოსან ლაუტარო მარტინესს 4 გოლით უსწრებს. ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და სერია ა-ს ზედიზედ სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, ამჟამად საუკეთესო ფორმაში არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მონსტრებთან ვთამაშობთ“ -  კრემონეზე მილანთან სენსაციას გეგმავს
„მონსტრებთან ვთამაშობთ“ - კრემონეზე მილანთან სენსაციას გეგმავს