კილიან მბაპე
Aa
Aa

ფლორენტინო პერესის გეგმები | განახლებული ბერნაბეუს გახსნა და სუპერ ტრანსფერი

მადრიდის „რეალი“ საკუთარ სტადიონზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ განახლებით სამუშაოებს ატარებს, რომელიც სავარაუდოდ, დეკემბერში დასრულდება. განახლებული „ბერნაბეუს“ გახსნითი ცერემონია 23 დეკემბერს იგეგმება და კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს სურს, „ბლანკოსის“ გულშემატკივრებს დაუვიწყარი მომენტი აჩუქოს.

EL Nacional-ის ინფორმაციით, პერესი აპირებს, სუპერვარსკვლავი გაიფორმოს, რომელიც განახლებული „სანტიაგო ბერნაბეუს“ სიმბოლო იქნება. ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, ფლორენტინოს რჩეულიც ჰყავს და არჩევანი „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელზე, კილიან მბაპეზე შეაჩერა.

EL Nacional-ის თქმით, ბოლო პერიოდში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მბაპემ „რეალში“ გადასვლას პსჟ-ში დარჩენა არჩია, მადრიდელებმა მას ყველაფერი აპატიეს და მზად არიან, მისი ტრანსფერის გაჩარხვა კიდევ ერთხელ სცადონ. „რეალის“ პოზიციებს ის მდგომარეობა ამყარებს, რომელშიც პარიზული გრანდი იმყოფება. „პარი სენ-ჟერმენის“ მომავალთან დაკავშირებით ბევრი რამ ბურუსითაა მოცული, ლიონელ მესისა და ნეიმარის წასვლაზე აქტიურად იწერება და შესაძლოა, ამ გაურკვევლობით „ბლანკოსმა“ ისარგებლოს.

ესპანური გამოცემის ცნობით, პერესი „პარი სენ-ჟერმენზე“ მაქსიმალურ წნეხს განახორციელებს და კლუბს 120-150 მილიონ ევროს შესთავაზებს. მბაპეს გადაყვანა „რეალის“ ქომაგებისთვის საშობაო საჩუქარი და იმის მანიშნებელი იქნება, რომ განახლებულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ყველაფერი ჩინებულადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კორექტულად არ მოქცეულა“ - რუსული გამოცემა საბა საზონოვზე
„კორექტულად არ მოქცეულა“ - რუსული გამოცემა საბა საზონოვზე