დიეგო მარადონა, დიეგო მარადონა უმცროსი
Aa
Aa

„განადგურებული ვარ, გავარდნას არ ვიმსახურებდით“ - დიეგო მარადონა უმცროსი

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა. სამწუხაროდ, ლუჩანო სპალეტის გუნდი ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

განვლილი შეხვედრის შესახებ საკუთარი მოსაზრება დიეგო მარადონას ვაჟმა, უმცროსმა დიეგო მარადონამ დააფიქსირა, რომელიც რადიო Kiss Kiss Napoli-ს ესაუბრა.

რას ამბობს უმცროსი მარადონა:

ფსიქოლოგიურად განადგურებული ვარ, რადგან ორივე თამაშში უმაღლესი დონის „ნაპოლი“ ვნახე და ტურნირიდან გამოვარდნა მაღიზიანებს. სამწუხაროდ, ფეხბურთში ის გუნდი, რომელიც გამარჯვებას იმსახურებს ყოველთვის ვერ იგებს... ამ 180 წუთში „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა უფრო მეტი გააკეთეს, ვიდრე „მილანის“.

ნორმალურია, რომ როდესაც ფეხბურთელები გაკლია, ის სხვა ფეხბურთელებმა უნდა ჩაანაცვლონ, მაგრამ პირველ თამაშში ოსიმენის გარდა, სიმეონე და რასპადორი არ იყვნენ. სამწუხაროდ არ გაგვიმართლა ანგისას და კიმის შემთხვევაში. ისინი გუნდისთვის ფუნდამენტური მოთამაშეები არიან. ვაფასებ ორი თამაშის შემდეგ სპალეტის სიტყვებს, როდესაც ის მაინც გუნდის იდენტობაზე საუბრობდა.

ორი ერთნაირი გავუშვით და მგონია, რომ ეს გამოუცდელობის ბრალია. სპალეტის ახალგაზრდა გუნდი ჰყავს, რომელმაც ახლახან დაიწყო მსგავს დონეზე თამაში. შეცდომის გაანალიზების დროს ვნახავთ, რომ „მილანის“ გოლები სერიოზულ შეცდომებს მოყვა. პირველი გოლის დროს ბრაჰიმზე ჯარიმის აღება შეიძლებოდა, საპასუხო მატჩში კი მსაჯის უცნაური გადაწყვეტილება რომ არა, ნდომბელეს შეცდომამდე დიდი შანსია ანგარიში 1:0 ყოფილიყო, რის შედეგადაც ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ლოზანოზე აშკარა პენალტია... ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება VAR-ს ეს მომენტი არ ენახა. სტადიონის გარეთაც იგრძნობოდა კონტაქტი... ლეაომ დააგვიანა ბურთზე თამაში... არ მესმის, როგორ არ გამოიძახეს მსაჯი VAR-ის მონიტორთან.

სპალეტის შემთხვევაში გაგვიმართლა, რადგან საუკეთესო იტალიელი მწვრთნელი გვყავს, მის გუნდში კი საუკეთესო მოთამაშეები ირიცხებიან: ოსიმენი, კვარაცხელია და სხვები. ლუჩანოს სათადარიგოთა სკამებზეც ტოპ-ფეხბურთელები უზის.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ისტორიის განმავლობაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, თუმცა „როსონერის“ ბარიერის დაძლევა ვეღარ შეძლო. შესაბამისად, სპალეტის გუნდის ყურადღება ახლა მთლიანად სერია A-ზე გადაერთვება და დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს ჩემპიონობასაც იზეიმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კოსტაკურტა კვარაზე: „ასეთ დაცვის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა“
კოსტაკურტა კვარაზე: „ასეთ დაცვის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა“