კონტრაქტის დეტალები ცნობილია - ბარსელონა ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს
Aa
Aa

კონტრაქტის დეტალები ცნობილია - ბარსელონა ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს

კატალონიის „ბარსელონა“ ლიონელ მესის ტრანსფერის განსახორციელებლად ლა ლიგის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დაიწყო.

ესპანური სააგენტო Mundo Deportivo-ს ცნობით, უახლოეს დღეებში „ბარსელონა“ არგენტინელ ფეხბურთელს ოფიციალურ ხელშეკრულებას წარუდგენს, მანამდე კი ლა ლიგას სპეციალურ პრეზენტაციას გაუგზავნის, რომელშიც მოცემული იქნება გეგმა, თუ როგორ უნდა დაიმატოს კლუბმა ფეხბურთელი ისე, რომ ლა ლიგის მიერ შემუშავებული რეგლამენტი არ დაარღვიოს. ვარაუდობენ, რომ ამას დიდი დრო არ სჭირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ სურვილია, რომ მესის 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, სეზონის განმავლობაში კი ის ანაზღაურების სახით 25 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მისი წინა ხელფასის მეოთხედია.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ „ბარსელონა“ 2021 წლის ზაფხულში დატოვა და პსჟ-ს შეუერთდა, სადაც ორი წლის განმავლობაში ყველა ტურნირზე 69 შეხვედრა ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინელს პარიზულ გუნდთან არსებული ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეგოისტი კვარა, ფორმიდან ამოვარდნილი ოსიმენი - იტალიელი ჟურნალისტები მილანი-ნაპოლიზე
ეგოისტი კვარა, ფორმიდან ამოვარდნილი ოსიმენი - იტალიელი ჟურნალისტები მილანი-ნაპოლიზე