მადრიდის რეალი, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

AS: ბენზემამ რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

კარიმ ბენზემა ბრწყინვალე ასპარეზობას აგრძელებს და მისით მადრიდში აღფრთოვანებულები არიან.

დღეს, ავტორიტეტულმა გამოცემა AS-მა გვამცნო, რომ „რეალი“ და ფრანგი თავდამსხმელი თანამშრომლობას აგრძელებენ. წყაროს ცნობით, კარიმი „სამეფო კლუბში“ კიდევ 1 წლით დარჩება.

ამოქმედდა ოქროს ბურთის წესი, რომლის მიხედვითაც კლუბში ოქროს ბურთის გამარჯვებულს ხელშეკრულება ავტომატურად 1 წლით უხანგრძლივდება.

რა თქმა უნდა, რომ არა ეს წესი ბენზემას კონტრაქტს მაინც გაუხანგრძლივებდნენ, მაგრამ წესი მაინც წესია. შეგახსენებთ, რომ კარიმი 36 წლის გახლავთ და იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება.

ასევე შეგახსენებთ, ვეტერანი თავდამსხმელი „ბლანკოსს“ 2009 წელს, 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ლიონიდან“ შეუერთდა და ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო. ბენზემამ ასევე უამრავი რეკორდი დაამყარა და დღეს კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია.

2009 წლიდან დღემდე, კარიმმა „რეალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 640-ჯერ მოირგო, 349 გოლი გაიტანა და 165 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “ნაპოლი მიმდინარე სეზონში საუკეთესო იტალიური კლუბი იყო“
ანჩელოტი: “ნაპოლი მიმდინარე სეზონში საუკეთესო იტალიური კლუბი იყო“